
66 წლის ასაკში გარდაიცვალა მაიკ პიტერსი – უელსური როკ-ჯგუფ The Alarm-ის ლიდერი და საქველმოქმედო აქტივისტი. მუსიკოსი წლების განმავლობაში ებრძოდა კიბოს, მაგრამ ამასთან ერთად აქტიურად განაგრძობდა შემოქმედებით და ჰუმანიტარულ საქმიანობას. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერებია Sixty Eight Guns და Strength, ხოლო საქველმოქმედო ფონდი Love Hope Strengthათასობით პაციენტს დაეხმარა. მუსიკის სამყარომ დაკარგა ლეგენდა, რომლის ხმა და სულიც დარჩება თაობების მეხსიერებაში.