Skip to content
June 7, 2025
  • HOME
  • UFC
  • UFC EVENTS
  • UPCOMING EVENTS
  • UFC NEWS
  • Contact

MMAGO

Primary Menu
  • HOME
  • UFC
  • UFC EVENTS
  • UPCOMING EVENTS
  • UFC NEWS
  • Contact
Watch Online
  • Newss

პროკურატურა ჩხრეკებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

member April 29, 2025
IMG_6642
Post Views: 28,359

პროკურატურა ფონდების დამფუძნებლებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო „ნანუკას ფონდი“-ს „ფროსფერითი“-ს, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, „სირცხვილია“-ს და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში.

       

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს,” – წერია განცხადებაში. 

           

Continue Reading

Previous: რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი
Next: ტრაგიკული ავიაკატასტროფა: ერთი გარდაცვლილი და ერთი მძიმედ დაშავებული​

Related Stories

dghis-horoskopi_w_h-16
  • Newss

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები

mma May 31, 2025
a1743667715
  • Newss

მოსახლეობა გაფრთხილებულია უდიდესი წყალდიდობის შესახებ, რომელიც 1000 წელიწადში ერთხელ ხდება – სად ელოდებიან გამანადგურებელ სტიქიას?

mma May 31, 2025
photo_2025-03-03_13-53-01
  • Newss

გავრცელდა ინფორმაცია ბათუმში დაკარგულ ბიჭზე

mma May 31, 2025

Recent Posts

  • 1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი – რას გვირჩევენ ვარსკვლავები
  • მოსახლეობა გაფრთხილებულია უდიდესი წყალდიდობის შესახებ, რომელიც 1000 წელიწადში ერთხელ ხდება – სად ელოდებიან გამანადგურებელ სტიქიას?
  • გავრცელდა ინფორმაცია ბათუმში დაკარგულ ბიჭზე
  • 15 წლის მოზარდი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდბდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  • ,,როგორ წახვედი და დაგვტოვე…» – ცნობილია ქობულეთი-ბათუმის გზაზე გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა

Recent Comments

  1. Nick on Car Subscription Services: The Future of Vehicle Ownership
  2. John Does on Most funny sports moments you have ever seen
  • HOME
  • UFC
  • UFC EVENTS
  • UPCOMING EVENTS
  • UFC NEWS
  • Contact
  • HOME
  • UFC
  • UFC EVENTS
  • UPCOMING EVENTS
  • UFC NEWS
  • Contact
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.